რევაზ აფხაზავა - იმპულსები მოდის ევროპიდან, რომ „ქართული ოცნების“ საქმე გაუარესდება და ცდილობენ, პრევენციული დარტყმები მიიტანონ - რუსეთთან აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს

იმპულსები მოდის ევროპიდან, რომ „ქართული ოცნების“ საქმე კიდევ უფრო გაუარესდება და ცდილობენ, პრევენციული დარტყმები მიიტანონ, - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ აფხაზავამ განაცხადა, რითაც დანიისა და ევროპელი ლიდერების მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აფხაზავამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” რუსეთთან აქვს ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს და მათი განცხადებებიც სწორედ ამას ემსახურება.

„ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირში არ შევიდეს [საქართველო]. ჰქონდათ რამდენიმე მცდელობა კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, რომ რაღაცები ისე გაეფუჭებინათ, რომ ჩვენ არ მიგვეღო, მაგრამ ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ნაბიჯები გადმოდგა. მერე დაინახეს, რომ ევროპა მაინც წინ დგავს ნაბიჯებს. სავარაუდოდ, რუსეთთან აქვთ ანგარიშვალდებულება, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ ევროპის კარი ჩვენთვის გარანტირებულად ჩაიკეტოს. ასეთი ტიპის განცხადებები, ასეთი ტიპის შეურაცხყოფა, რომელსაც აყენებენ ევროპელ ლიდერებს ამას ემსახურება.

აბსოლუტურად სასაცილოა დანიაზე ლაპარაკი, მაგრამ მათ დანიაში დემოკრატიის ხარისხი კი არ ადარდებთ, აქ არის ორი ძირითადი ამოცანა, ერთი ის, რომ მათ საკუთარი დანაშაულებიდან აქცენტი გადაიტანონ სხვა საკითხებზე და მეორე, ისე გააღიზიანონ ევროპის ქვეყნები და მათი ლიდერები, რომ გარანტირებულად ყველანაირი ურთიერთობები შეჩერდეს.

საჯაროდაც ამბობდნენ, რომ დიქტატორებთან ხომ თანამშრომლობთ და მცდელობა ჰქონდათ, რომ ამით ნორმალიზება მოეხდინათ, თავისი პირობებით გაეგრძელებინათ საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაცია. როგორც ჩანს, ევროპის მხრიდან ამას ვერ აღწევენ. იმპულსები მოდის იქიდან, რომ მათი საქმე კიდევ უფრო გაუარესდება და ცდილობენ, რომ პრევენციული დარტყმები მიიტანონ. ძალიან კომიკურია რასაც ვუყურებთ, ქვეყანაში ადამიანის უფლებები საკანონმდებლო დონეზე ფეხქვეშაა გათელილი“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა