კუბის პრეზიდენტი - აშშ-ის მიერ რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის პოლიტიკური მანევრი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე

კუბის პრეზიდენტის მიგელ დიას-კანელის განცხადებით, აშშ-ის მიერ მისი წინამორბედის, რაულ კასტროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკური მანევრია, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და რომელიც მხოლოდ მისი ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-ის აგრესიის გამართლებას ისახავს მიზნად.

„აშშ-ის მთავრობის მიერ გენერალ რაულ კასტრო რუსის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრალდება ავლენს იმ ამპარტავნებას და იმედგაცრუებას, რომელსაც იმპერიის წარმომადგენლები განიცდიან კუბის რევოლუციის ურყევი სიმტკიცის, მისი ხელმძღვანელობის ერთიანობისა და მორალური სიმტკიცის გამო“, - დაწერა კუბის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, აშშ ცრუობს „Brothers to the Rescue“-ს წევრების თვითმფრინავის ჩამოგდების გარშემო მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

„1996 წლის 24 თებერვალს კუბამ ლეგიტიმური თავდაცვის მიზნით იმოქმედა თავისი იურისდიქციის წყლებში, ცნობილი ტერორისტების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის თანმიმდევრული და საშიში დარღვევების შემდეგ, რის შესახებაც აშშ-ის იმდროინდელმა ადმინისტრაციამ ათობით გაფრთხილება მიიღო, მაგრამ უგულვებელყო გაფრთხილებები და დაუშვა დარღვევები“, - აღნიშნა კუბის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-მა კუბის ყოფილ ლიდერს, რაულ კასტროს, ბრალი წაუყენა აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულებაში და სხვა დანაშაულებში, რაც 1996 წელს კუბასა და ფლორიდას შორის ორი თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. კასტრო, რომელიც ამჟამად 94 წლისაა, იმ დროს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური იყო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე