ანი ნადარეიშვილი - ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩო ახალაიას აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალიას ეს ფრაზა [ხელისუფლების დამხობა] არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს. არანაირად არ შეიძლება ეს ფრაზა ჩაეთვალოს დანაშაულად, იმიტომ, რომ აქ არ იყო მოწოდება. აქ იყო აზრის გამოთქმა, თავის საკუთარ სასამართლოზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ფრაზის თქმას სამართლებრივი რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოჰყვა, რაც სასამართლოს სხდომის ჩანაწერი ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა.

„დაცვის მხარეს მტკიცებულებები არის მანდატურების დაკითხვის ოქმები. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ბაჩო ახალიას ეს ფრაზა არ უთქვამს, რა თქმა უნდა, ნათქვამი აქვს. უბრალოდ, ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება. არანაირად არ შეიძლება ეს ფრაზა ჩაეთვალოს დანაშაულად, იმიტომ, რომ აქ არ იყო მოწოდება. აქ იყო აზრის გამოთქმა, თავის საკუთარ სასამართლოზე. ახლა რომ შექმნეს „სქროლვის“, „სქრინვისა“ და აზრის დაპატიმრების სამმართველო, ამის წინაპირობა იყო ზუსტად ის, რომ ბაჩოს აზრის გამოხატვის გამო წაუყენეს ბრალი.

ყოველ პროცესზე იყო ეს ფრაზა გამეორებული. არანაირი რეაგირება მანამდე არ ჰქონიათ, სანამ დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერი ვირუსულად არ გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. მხოლოდ ამის შემდეგ მოყვა სამართლებრივი რეაქცია რეჟიმისგან ამ ფრაზას. ერთი და იგივე ფრაზა იყო ნათქვამი - „მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება არის დასამხობი“. თუმცა მე მიმაჩნია, რომ ეს წინა სამი სიტყვა პროკურატურამ ამოიღო და ბრალში დატოვა მხოლოდ კონტექსტიდან ამოჭრილი ფრაზა“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა