მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის მიმართულებით პირველი ევროპული ორმაგი დიპლომები აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და მილანის კათოლიკას უნივერსიტეტის თანამშრომლობით გაიცემა

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ფსიქოლოგიის მიმართულებით უპრეცედენტო საერთაშორისო თანამშრომლობა იწყება. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა (EEU) და იტალიის ცნობილ მილანის კათოლიკას უნივერსიტეტს (Università Cattolica del Sacro Cuore) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მომხმარებელთა ქცევისა და ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის (Consumer Behaviour & Health Psychology) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შემუშავებას, ხოლო საბაკალავრო საფეხურზე ფსიქოლოგიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამისა და ორმაგი ხარისხის მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ გაცვლითი პროგრამები განხორციელდეს მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ფსიქოლოგიის მიმართულებით აღნიშნული ინიციატივა უნიკალურია ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისეთ ინტერდისციპლინურ სფეროში, როგორიც არის ფსიქოლოგია, ქართული და ევროპული დიპლომები მიიღონ.

მემორანდუმს ხელი მილანში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. სადაც ქართული დელეგაცია იტალიური უნივერსიტეტის მოწვევით იმყოფებოდა, სამუშაო შეხვედრები განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ხელმძღვანელ პირებთან გაიმართა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით გავაფართოვოთ სტუდენტების განვითარების შესაძლებლობები და მუდმივ პროცესში ვახორციელებდეთ განათლების ხარისხის ზრდის პროცესს.“

მომხმარებელთა ქცევის ფსიქოლოგია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მოთხოვნადი დარგია, რომელიც კრიტიკულ როლს ასრულებს თანამედროვე ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში მომზადებული კადრები უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის დეფიციტური სექტორების შევსებას: ჯანდაცვასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში; ბიზნესსა და მარკეტინგში - მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებისა და პროდუქტების განვითარებისთვის;

ციფრულ ტექნოლოგიებში - მომხმარებლის გამოცდილების ანალიზისა და ქცევითი მოდელირებისთვის და ა.შ.

პროექტის უნიკალურობას განაპირობებს პარტნიორი მხარის მასშტაბიც: Università Cattolica del Sacro Cuore იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრია, რომელიც ფსიქოლოგიის, მედიცინისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით უმაღლესი დონის აკადემიური სკოლებით გამოირჩევა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ამ თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტად აძლიერებს აკადემიურ მიმართულებას და თანმიმდევრულად ახორციელებს უნივერსიტეტის სტრატეგიას - განავითაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო და მისცეს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო მობილობისა და გლობალურ სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის ფართო შესაძლებლობები.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე