საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იზაბელა კასტროჯიოვანის შეხვდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.

„გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების, არსებული ტენდენციების და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე განიხილეს პროკურატურის მიერ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, პრევენციული ღონისძიებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგები. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე