„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა

„არქიმ“ მასშტაბური გამწვანების ინიციატივის ფარგლებში ქალაქ რუსთავს მარადმწვანე ხის ნერგები საჩუქრად გადასცა. ულამაზესი კედრისა და მაგნოლიის ხეები ეტაპობრივად რუსთავის სხვადასხვა ლოკაციაზე დაირგვება.

პირველ ეტაპზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩის მიმდებარე სკვერში, არქელებმა რუსთავის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ნერგები სიმბოლურად, საკუთარი ხელით დარგეს.

ინიციატივას საქართველოში #1 დეველოპერული კომპანია „არქი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. კომპანიის მიზანია, უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, ხელი შეუწყოს გარემოს გაჯანსაღებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას.

„მწვანე ინიციატივები „არქისთვის“ უმნიშვნელოვანესია, რაც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. წლის განმავლობაში ვგეგმავთ არაერთი მსგავსი პროექტის განხორციელებას, სადაც არქელები აქტიურად ჩაერთვებიან,“ — განმარტავს შიო ხეცურიანი, „არქის“ გენერალური დირექტორი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე