საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აჭარასა და ოზურგეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ბათუმის N15, N16, ასევე ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლებში და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

„შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები, ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას. აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.

მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა