საქართველოს პროკურატურა - პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული  საინფორმაციო კამპანია  გრძელდება

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შეხვედრები პროკურორებმა თბილისის N61, N55, N41, N106, N145, N176, N29 საჯარო და კერძო სკოლა „ალბიონში“ გამართეს.

„საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე ისაუბრეს პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობაზე, შესაბამის პასუხისმგებლობასა და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.

შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას. აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.

შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პროკურორებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა