ირანის პარლამენტის სპიკერი - თუ აშშ სულელურად ომს განაახლებს, შედეგები უფრო გამანადგურებელი იქნება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე პაკისტანის არმიის მეთაურს შეხვდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი თეირანში პაკისტანის არმიის მეთაურს, ფელდმარშალ ასიმ მუნირს შეხვდა.

ირანში ვიზიტის ფარგლებში მუნირმა მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთანაც გამართა.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ღალიბაღმა მუნირს განუცხადა, რომ ირანი საკუთარი ხალხისა და ქვეყნის უფლებებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

ასევე, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ აშშ „სულელურად ომს განაახლებს, მაშინ შედეგები უფრო გამანადგურებელი“ იქნება.

„ჩვენმა არმიამ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში საკუთარი ძალები აღიდგინა“, - დაწერა ღალიბაფმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა