ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია, თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას - მნიშვნელოვანია, ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს

პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია - ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს - თუმცა მაინც აგრძელებს თავისი რაკეტებით საცხოვრებელი შენობების განადგურებას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით.

„მნიშვნელოვანია, რომ ამან რუსეთისთვის შედეგების გარეშე არ ჩაიაროს. დღეს მსოფლიოში ყველა, ვინც დუმილს არ აირჩევს და უკრაინის დახმარებას გადაწყვეტს, სიცოცხლის დამცველია. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით - ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მიმართულებით. ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის მისაღწევად და ადამიანების დასაცავად - ყველაფერს. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ დარჩეს. საჭიროა გადაწყვეტილებები - შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და სხვებისგან - რათა მოსკოვში ძველმა „ორეშნიკმა“ ბოლოს და ბოლოს სიტყვა „მშვიდობა“ წარმოთქვას“, - აცხადებს ზელენსკი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა