ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილეს.

„ევროპას შესაბამისი შესაძლებლობები აქვს და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, კერძოდ დრონების შეთანხმების მიმართულებით, ამის შესახებ ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები აქტიურად მუშაობენ და არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან შეთანხმებას შეუერთდნენ“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკიმ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილეს.

„ჩვენ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გასახსნელად მზად ვართ და იმედი გვაქვს, რომ პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული მხარდაჭერის პაკეტიდან პირველი ტრანში მალე გამოიყოს. თარიღი განსაზღვრულია და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შეთანხმების შესაბამისად განხორციელდება“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს