პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პროკურორებმა სტუდენტებს საპროკურორო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პროკურატურის ფუნქციები და მართლმსაჯულების სისტემაში პროკურორის როლი გააცნეს.

„შეხვედრის ფარგლებში ასევე ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის პრაქტიკული ასპექტები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების აუცილებლობას და ასევე, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებსა და სხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებს.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

საქართველოს პროკურატურა ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება