ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ

ქუვეითის ავიაბაზაზე ირანის სარაკეტო დარტყმის შედეგად ამერიკელი სამხედროები დაშავდნენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა Bloomberg-ი წერს, რომ ქუვეითში ირანმა სარაკეტო დარტყმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განახორციელა.

ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 5 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.

ასევე, ერთი ამერიკული დრონი MQ-9 Reaper-ი განადგურდა, ხოლო მეორე მნიშვნელოვნად დაზიანდა.

გამოცემის წყაროს ცნობით, ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის მიერ გაშვებული Fateh-110-ის ტიპის რაკეტა გაანეიტრალა, თუმცა რაკეტის ნამსხვრევები ალი ალ სალემის ავიაბაზაზე ჩამოვარდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა