მედია - რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა

რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს ფოტოები და ვიდეოები, რომლებზეც ასახულია ხანძარი და ქარხნიდან ამომავალი კვამლის სქელი ღრუბელი. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია იზომერიზაციის ბლოკი.

ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ რეგიონში დრონებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს საწვავით ამარაგებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში