დონალდ ტრამპი - ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება - მოდუნდით და დამშვიდდით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება

ირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება და ეს კარგი იქნება აშშ-სთვის და მათთვის, ვინც ჩვენთანაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

მისი მტკიცებით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

„ნუთუ „დუმოკრატებს“ და ზოგიერთ, ერთი შეხედვით არაპატრიოტ „რესპუბლიკელს“ არ ესმით, რომ ჩემთვის გაცილებით რთულია ჩემი საქმის სათანადოდ შესრულება და მოლაპარაკებების წარმოება, როდესაც პოლიტიკური ავანტიურისტები გამუდმებით და უპრეცედენტო მასშტაბით „ჭრიჭინებენ“, რომ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედო, ან უფრო ნელა, ომი უნდა დავიწყო თუ არ უნდა დავიწყო და ასე შემდეგ. უბრალოდ მოდუნდით და დამშვიდდით, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება - ყოველთვის ასეა!“- წერს ტრამპი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში