1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმედი L-ს მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს.

მხოლოდ 1 და 2 ივნისს, 18 წლამდე ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნო კომფორტის შეძენა 30%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

კომპანიის ინფორმაციით, შეთავაზება მოქმედებს ერთიანი გადახდის შემთხვევაში და მიზნად ბავშვებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას ისახავს.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი შეხსენებაა, რომ ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, გვინდა მშობლებსა და ოჯახებს ჯანმრთელობის დაზღვევა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ პირობებში შევთავაზოთ. გვჯერა, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის მშვიდი და დაცული მომავლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია,“-ამბობენ იმედი L-ში.

შეთავაზება ვრცელდება დაზღვევის ონლაინ შეძენისას, იმედი L-ის ვებგვერდიდან.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში