ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომის შედეგები განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყაზახეთში გამართულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„განიხილეს 29 მაისს ასტანაში გამართული ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს სხდომის შედეგები“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებმა სამიტზე განიხილეს ერევნის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმები. სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმი ამ საკითხზე რაც შეიძლება მალე ჩაატაროს.

პუტინმა ადრე მოუწოდა სომხეთს, რაც შეიძლება მალე გადაეწყვიტა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის საკითხი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი პარტნიორები, მაგრამ არ შეიძლება ერთდროულად ორი ორგანიზაციის წევრი იყოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში