რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს

რუსეთი სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში ხვალიდან, 2 ივნისიდან შევა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ შეზღუდვების დაწესების მიზეზი ხილის იმპორტისას დაფიქსირებული დარღვევებია.

„რუსეთში სომხური ხილის იმპორტისას დარღვევების გახშირებულ შემთხვევები ფიქსირდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში