დონალდ ტრამპი - ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა და ბეირუთში ჯარისკაცები არ შევლენ, საუბარი მქონდა „ჰეზბოლასთანაც“, ისინი ისრაელს არ დაესხმებიან თავს

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა და ბეირუთში ჯარისკაცები არ შევლენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბიბი ნეთანიაჰუსთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა და ბეირუთში ჯარისკაცები არ შევლენ, ხოლო ის ჯარისკაცები, რომლებიც გზაში იყვნენ, უკვე უკან გაბრუნდნენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის ცნობით, „ჰეზბოლასაც“ ესაუბრა.

„ასევე, მაღალი რანგის წარმომადგენლების მეშვეობით ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა „ჰეზბოლასთან“ და ისინი დათანხმდნენ, რომ ყოველგვარი სროლა შეწყდება - ისრაელი მათ თავს არ დაესხმება, ისინი კი ისრაელს არ დაესხმებიან თავს“, - აცხადებს ტრამპი.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში