კახა ჩიქოვანი - ჯაშუშობაზე და ქვეყნის ღალატზე საუბრისას გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს, რა სახის ინფორმაციას აწვდიდნენ, ან რა ტიპის დავალებებს იღებდნენ დაკავებულები, მაგრამ სასამართლო დახურული იქნება - ვფიქრობ, ეს სპექტაკლი და კეკლუცია

ვფიქრობ, რომ უფრო დადგმული სპექტაკლია იმ დროსა და ვითარებაში, რომელიც აწყობს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, კახა ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებებს გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კახა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით ორი პირის დაკავება შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან „დასავლეთის წინაშე კეკლუცი“.

„მათ წესით და კანონით წვდომა არ უნდა ჰქონოდათ არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელიც იქნებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული სხვა ქვეყნის სპეციალური სამსახურებისთვის. შესაბამისად, მათ ან ჰქონდათ კავშირი იმ ხალხთან, ვინც არის ამ ინფორმაციის მატარებელი, ან აბსოლუტურად სხვა საქმიანობას ეწეოდნენ. უფრო აქეთ ვიხრები, ისინი ეწეოდნენ პროპაგანდისტულ საქმიანობას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დახმარებით, მათი ფულით, ფინანსებით. ისინი იყვნენ ე.წ. რბილი ძალის გამტარებლები საქართველოში. როდესაც ლაპარაკია ჯაშუშობაზე, ქვეყნის ღალატზე, ინფორმაციის გადაცემაზე, გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს, რა ტიპის და რა სახის ინფორმაციას აწვდიდა, ან რა ტიპის დავალებებს იღებდა იქიდან და რაში ტრანსფორმირდებოდა ადგილზე, თუმცა სასამართლო სხდომები დახურული იქნება და ჩვენ აბსოლუტურად მოკლებული ვიქნებით ამის საშუალებას. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო დადგმული სპექტაკლია იმ დროსა და ვითარებაში, რომელიც აწყობს დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას. ეს შეიძლება იყოს დასავლეთის წინაშე კეკლუციც. რამდენიმე აუდიტორიას ელაპარაკებიან თავისი საქმიანობით და ქმედებით, ესაა როგორც დასავლეთი, აშშ, ევროპა და ამავე დროს შიდა აუდიტორიას ელაპარაკებიან, იმ მომხრეებს ელაპარაკებიან, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილი ჰყავთ მათ“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში