„აკა“ - მერსედეს-ბენცი საქართველო BAG-ის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) რიგებს კიდევ ერთი მსხვილი და პრესტიჟული კომპანია, მერსედეს-ბენცისა და „დაიმლერ თრაქის“ გენერალური დისტრიბუტორი საქართველოში მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა „მერსედეს-ბენცი ჯგუფისა“ და სს „დაიმლერ თრაქის“ საქართველოში გენერალურ დისტრიბუტორს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მერსედეს-ბენცი საქართველო წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გაყიდვების კუთხით პრემიუმ სეგმენტში ლიდერის პოზიცია უჭირავს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მერსედეს-ბენცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სპეცტექნიკის რეალიზაციასა და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით.

მერსედეს-ბენცი საქართველო მოქმედებს „მერსედეს-ბენც ჯგუფის“ სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფს ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების საგარანტიო პირობების დაცვას. კომპანიის პერსონალი მუდმივად გადის სწავლებას გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებზე, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, რაც უზრუნველყოფს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს კომპანიას დასაქმებული ჰყავს 100-ზე მეტი თანამშრომელი.

ახალი თანამედროვე გაფართოებული მერსედეს-ბენცის სერვის ცენტრი და საგამოფენო დარბაზი, რომელიც 2018 წლის დეკემბრის თვეში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, კომპანიისთვის ნიშნავს ახალ წარმატებას, ახალ დასაქმებულებს, გაზრდილ სიმძლავრეებს და საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფილ მომსახურებას. ამავდროულად, სერვის ცენტრი სრულიად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს ეკოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით. კომპანია არსებული პოზიციების შენარჩუნებასა და სამომავლო წარმატებას პირდაპირ უკავშირებს კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებლის მოზიდვას, რაც განპირობებული იქნება სხვადასხვა სიახლეების დანერგვით.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პრემიუმ ავტოსეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი მერსედეს-ბენცი საქართველო შემოუერთდა. კომპანია, რომელსაც აქვს ბაზარზე ოპერირების 30 წელზე მეტი წარმატებული ისტორია, წარმოადგენს გერმანული ხარისხისა და თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა სტანდარტების საუკეთესო მაგალითს. დარწმუნებული ვართ, რომ მერსედეს-ბენცი საქართველოს გამოცდილება და მაღალი კორპორაციული კულტურა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესში. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს მათ სამომავლო ინიციატივებსა და სიახლეების დანერგვის პროცესს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია