შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე - სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია

ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება.

პაპუაშვილის თქმით, „სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს“.

„ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც?

სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს - „ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი... განადგურებული ქვეყანა. ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი“.

საქართველოს, ამ მხრივ, არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები.

ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. ყოველ შემთხვევაში, ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვა სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს საბჭოთა კავშირი ჰქვია.

წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია, იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის“, - წერს პაპუაშვილი.

აღნიშნული სტატუსით შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება, რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია