პრემიერი პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებაზე - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს

ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში.

„ჩვენ ყველანაირად მზად ვართ, რომ მომავალშიც განვავითაროთ ამ ტიპის თანამშრომლობა. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში, მათ შორის ჩვენი პროკურატურის წარმომადგენლებს. მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში