ლევან ხაბეიშვილი - მდორე პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკია საჭირო

მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ამასთან, ხაბეიშვილი მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფს შორის წინააღმდეგობას უკავშირდება.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძე პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფება, ხოლო მის შესაძლო შემცვლელებად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი განიხილებიან.

„მდინარაძის განცხადება - სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, ჰკითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა „კრიპტოს“ მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.

130 მლნ კილოვატი, რომ ებევრა მდინარაძეს, ჰკითხეთ ივანიშვილი გლდანში 430 მლნ-მდე კილოვატს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და “ასეთების” გამო გაუძვირა.

კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ. სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს “მეამბოხე ხალხის ძალა”, მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე. შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.

ამასობაში კობახიძე გამზადებულია “დასაკლავად”, მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.

უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, “დაველოდოთ” , “თავისით მოხდება”, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.

პ.ს მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე, წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) “, - წერს ხაბეიშვილი წერილში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია