აშშ-ის საელჩო - მივესალმებით პროკურატურის განცხადებას, ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი - მადლობას ვუხდით პროკურატურას და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რამდენიმე პირის დაკავებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება.

საელჩოს განცხადებით, წარმატებული ოპერაცია ამერიკელი და ქართველი სამართალდამცველების მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რისთვისაც საელჩო საქართველოს პროკურატურასა და გამოძიებაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავებს მადლობას უხდის.

“მივესალმებით საქართველოს გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების მოტყუების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რაც აშშ-ში უკანონო შესვლასა და საბუთების გაყალბებას უკავშირდება. ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმეთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურატურას, გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილი ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

გიორგი მიქაიას თქმით, დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია