საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის -  მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, ბრძანების მიხედვით, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

„განაცხადები მიიღება 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/OpenFile/8583. „, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია