საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს

მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი სასანია წარმოადგენს.

„აღნიშნული საბჭო წარმოადგენს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს მმართველ რგოლს. მასში გაწევრიანება ქვეყანას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო მასშტაბით სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საერთაშორისო ჯანდაცვის დღის წესრიგის ფორმირებასა და გლობალური გამოწვევების მართვაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საქართველოს ავტორიტეტსა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი სასანიას განცხადებით, აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც ადგენს დღის წესრიგსა და განსაზღვრავს გლობალური პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებებს, ამდენად, მის მუშაობაში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი აღიარება და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა.

„გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა კოპენჰაგენში ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიაზე გამართული ფარული კენჭისყრა, სადაც ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ირაკლი სასანიას კანდიდატურა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად. ამჟამად ჟენევაში მიმდინარე ასამბლეაზე კი ნომინირებული კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა წარმატებით დასრულდა და გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

საქართველოს კანდიდატურის წარდგენის წინა მოსამზადებელ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 34 წევრისგან შედგება, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევენ. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგის მართვა. ამ მაღალი დონის პლატფორმაზე საქართველოს წარმომადგენლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის საერთაშორისო როლის გასაძლიერებლად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია