შალვა პაპუაშვილის განცხადებით, BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარი გაგზავნეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, BBC-ის წინააღმდეგ საჩივარი მესამედ გაიგზავნა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

“მესამედ გადავაგზავნეთ. ჩვენ ძალიან სკრუპულოზურად მივყვებით ამ საკითხს და რა თქმა უნდა, შევაბრუნეთ კვლავ საჩივარი. დიდი შრომა მიდის ამ საკითხზე იმისთვის, რომ ჩვენი საჩივრები იყოს სათანადო ხარისხის და დასაბუთებული, რაც არის კიდეც და მინდა, რომ აქედანვე დაგარწმუნოთ. ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ვნახოთ, რა იქნება პასუხი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის (ნოემბერ-დეკემბერს) მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი საქართველოს მმართველმა პარტიამ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. „ქართული ოცნება“ BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა, ხოლო თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ მიმართავენ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება