პრემიერი პეტერ ფიშერზე - მგონი, ჯობია დავასვენოთ, ისედაც პენსიაზე გადის

მგონი, ჯობია დავასვენოთ. ისედაც პენსიაზე გადის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პეტერ ფიშერის განცხადებები არ არის საინტერესო.

„კიდევ ერთხელ წამოსცდა კაცს. მგონი, ჯობია დავასვენოთ, ისედაც პენსიაზე გადის. არ არის საინტერესო მისი განცხადებები. მორიგი წამოცდენა იყო, თუმცა წამოცდენები ისე არ ხდება ხოლმე, როგორც ჩანს სინამდვილეში, რაც გულში უდევს ის თქვა",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ზოგიერთმა ქართველმა იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები ამბობენ, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს“. 

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს