იმედი L ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის ლიდერია

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2026 წლის 3 თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

მონაცემებზე დაყრდნობით, მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით, იმედი L-ს ბაზრის ყველაზე დიდი, 24%-იანი წილი უჭირავს.

პირველობას ინარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებითაც, რის მიხედვითაც იმედი L-ს ბაზრის ყველაზე დიდი, 38%-იანი წილი უჭირავს და 275 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს.

იმედი L სადაზღვევო ბაზარზე ბევრი მიმართულებით გამოირჩევა. ის უკვე მრავალი წელია საშუალო და მსხვილ ბიზნესს ემსახურება, მაგრამ ამასთან ერთად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური პირების სეგმენტის განვითარებაც.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის ბაზრის ყველაზე დიდი წილი სწორედ იმედი L-ის ჯანმრთელობის დაზღვევას უჭირავს და მას ყველაზე მეტი კორპორატიული დაზღვეული ჰყავს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ ბაზრის ლიდერის პოზიციას ვინარჩუნებთ, ყველაზე მეტი დაზღვეული გვყავს და მოზიდული პრემიის 38%-იანი წილით პირველ ადგილს ვიკავებთ ჯანმრთელობის დაზღვევაში. 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგები ადასტურებს იმედი L-ის სტაბილურ პოზიციას სადაზღვევო ბაზარზე. ლიდერის პოზიცია ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის და მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობის შედეგია.“- სერგო საყვარელიძე, იმედი L-ის გენერალური დირექტორი.

იმედი L საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა, 30 წელზე მეტი გამოცდილებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ჯანმრთელობის, ავტო, სამოგზაურო, ქონებისა და პასუხისმგებლობების დაზღვევას. კომპანია მომხმარებლისთვის ქმნის დაცვის სრულ ეკოსისტემას და ნებისმიერი ტიპის დაზღვევას, მორგებულს მის ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე. იმედი L-ის დაზღვევა გათვლილია როგორც ბიზნესის, ასევე ფიზიკური პირების და საერთაშორისო ვიზიტორების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს საიმედო დაცვასა და სანდო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია