არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა

არგვეთას “სმარტში” ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს ადგილზე, შეკვეთიდან რამდენიმე წუთში, ქვის ღუმელსა და თონეში ახლად გამომცხვარი ქართული ნაცხობი პროდუქტები დახვდებათ.

Smart Bakery-ის კონცეფცია ეფუძნება ავთენტური ქართული გემოების თანამედროვე ფორმატში “სწრაფი მომსახურებით“ შეთავაზებას. პროექტი ცნობილი შეფ-მზარეულის, ავთანდილ ცეცხლაძის ჩართულობით შეიქმნა, რომელმაც Smart Bakery-ს ნაცხობი პროდუქტების სპეციალური რეცეპტები და ასორტიმენტი შეიმუშავა.

Smart Bakery-ის განვითარების მოტივაცია არგვეთას „სმარტში“ რამდენიმე თვის წინ შეთავაზებულ „კეცილ“ ხაჭაპურსა და ლობიანზე განსაკუთრებულად მაღალმა მოთხოვნამ გააჩინა. მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და პოზიტიური გამოხმაურების საფუძველზე, „სმარტმა“ გადაწყვიტა, ეს გამოცდილება კიდევ უფრო განევითარებინა და გზად მიმავალი ადამიანებისთვის უნიკალური გასტრონომიული სივრცე შეეთავაზებინა.

Smart Bakery-ში მომხმარებლებს ადგილზე მომზადებული და ცხელ-ცხელი კეცილი ხაჭაპური, ლობიანი, ფხლოვანა, თონის ხაჭაპური, ნაზუქი, ჭლაკვიანი და კუბდარი დახვდებათ. ყველა პროდუქტი ფერმენტირებული ცომითა და ავთენტური ინგრედიენტებით მზადდება.

ავთანდილ ცეცხლაძის თქმით, Smart Bakery-ის მთავარი ღირებულება ქართული კულინარიული ტრადიციების დაცვა და მომხმარებლამდე ნამდვილი, ავთენტური გემოების მიტანაა.

„Smart Bakery-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი პროდუქტები, რომლებიც ქართულ კულინარიულ ტრადიციებს მაქსიმალურად ავთენტურად წარმოაჩენს. თითოეული რეცეპტი სპეციალურად ამ პროექტისთვის შევიმუშავეთ და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ როგორც ფერმენტირებული ცომის გამოყენებას, ისე ინგრედიენტების ხარისხს. მაგალითად, ნამდვილი კუბდარი გიცრულის გარეშე არ არსებებს, ამიტომ Smart Bakery-ში სტუმრებს სწორედ ისეთი გემო დახვდებათ, როგორსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საუკუნეების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.“

„სმარტის“ მარკეტინგის გუნდის განცხადებით, Smart Bakery მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტისა და ახალი გამოცდილების შექმნას ემსახურება.

„სმარტი მუდმივად ცდილობს, მომხმარებლებს გზად საჭირო სერვისებთან ერთად სასიამოვნო გამოცდილებაც შესთავაზოს. Smart Bakery სწორედ ამ მიდგომის გაგრძელებაა — სივრცე, სადაც სტუმრებს შეუძლიათ რამდენიმე წუთში მიიღონ ახლად გამომცხვარი, ხარისხიანი და ავთენტური ქართული ნაცხობი პროდუქტები. გვჯერა, რომ Smart Bakery დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოგზაურებისთვის, სასიამოვნო შეჩერების და გზის გემრიელად გაგრძელების ახალ ტრადიციებს დაამკვიდრებს.“

„ვისოლმა“ „სმარტის“ მარკეტების ქსელის განვითარება 2010 დაიწყო. დღესდღეობით „სმარტის“ 50 მარკეტია განთავსებული „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ავტომაგისტრალებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტი“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აქციების დროს მიიღონ ექსკლუსიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია