ბაჩო ახალაია ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე - დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი

დამნაშავე ვარ თუ არა, არ ვიცი, - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მას შემდეგ, რაც მან ჰკითხა, ცნობდა თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ.

მოსამართლემ მას შემდეგ, რაც ახალაიას მისთვის წარდგენილი ბრალდება განუმარტა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია ჰკითხა, რაზეც ახალაიამ უპასუხა, რომ ჯერ პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს.

„არ ვიცი. მოგიყვებით მერე ჩემს შეხედულებას... ნორმა არ მიმაჩნია დანაშაულად, ამიტომ პოზიცია არ მაქვს",- განაცხადა ახალაიამ.

ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს