მედია - საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „ყოფილი თანამოაზრის" დაკავება. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს „ქართუ ბანკის" ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ფრანგული გამოცემის მიხედვით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

„საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი", - წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც „რადიო თავისუფლება“ ფრანგულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა