საქართველოს პროკურატურა - აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს მარკ ნორდბერგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები და რამდენიმე პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.

მხარეებმა ასევე სხვადასხვა დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების შესახებ და თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრეს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე, ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ამერიკის საელჩოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ატაშე ალექს თიგი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის ხელმძღვანელი ჯემი შაფელბარგერი და მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ფოფხაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს