საგარეო უწყება - საქართველოს პოზიცია ცნობილია და არასდროს მიუღია მონაწილეობა 3+3 ფორმატის შეხვედრებში

საქართველო „3+3 ფორმატის“ შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, მონაწილეობას არ მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, ქართულ მხარეს არაერთხელ დაუფიქსირებია პოზიცია საკითხზე და არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში.

„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, 5 ივნისს სანქტ-პეტერბურგში 3+3 ფორმატის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და ირანი) პირველი საექსპერტო შეხვედრა გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს რუსული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი.

“5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, პლუს რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე”, - განაცხადა ზახაროვამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს