გიორგი გვარაკიძე - გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება

პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა, -აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ანგარიშის წარდგენისას როგორც გიორგი გავარაკიძემ განაცხადა, პროკურატურა მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომ მხარეთა მიერ ინფორმაციის გაცვლისას შეიზღუდოს პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი მასალის ასლის სახით გადაცემის პრაქტიკა, რაც გამორიცხავს ამგვარი ინფორმაციის შესაძლო გავრცელების რისკს.

„აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურა ატარებს მკაცრ პოლიტიკას. ითხოვს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, უპირატესად იყენებს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებულ სასჯელს“,-განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, 2025 წელს სსკ-ის 157-159-ე მუხლებით გამოძიება დაიწყო 162 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა - 78 პირის მიმართ, ხოლო განაჩენი გამოტანილია 71 პირის მიმართ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს