გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე - მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო დადგა - კონფლიქტი იმ ფაზაში შევიდა, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს დასრულებას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების ევროპის მონაწილეობით წარმოებისკენ მოუწოდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის დრო დადგა. ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ კონფლიქტი იმ ფაზაში შევიდა, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს დასრულებას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მეხიკოში, მექსიკელ კოლეგასთან, რობერტო ველასკოსთან შეხვედრისას.

მან ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის მონაწილეობის მნიშვნელობას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საუბარია ევროპის კონტინენტზე, უკრაინის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიებსა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე - ყველა ეს საკითხი, მისი თქმით, მხოლოდ ევროპელებთან ერთად და მათი მეშვეობით შეიძლება განიხილებოდეს და გადაწყდეს.

„ამიტომ, ევროპელები ამ მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს გადავწყვიტოთ, რა ფორმატით და ზუსტად როდის მოხდება ეს“, - აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და მას შეხვედრას სთავაზობს. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ“, - აღნიშნულია წერილში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს