6 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე ხვალ, 6 ივნისს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება უნივერსიტეტის 1 კორპუსის ფოიეში 11:00 საათიდან დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამებს.

ღია კარის დღეზე აბიტურიენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების, ასევე საექთნო და სამეანო საქმის საბაკალვრო პროგრამების და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ.

ღია კარის დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკული და ინტერაქტიული აქტივობებით, რასაც უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან და ცენტრებთან ერთად, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და თსსუ-ის სტუდენტური ორგანიზაციები წარმოადგენენ.

13:00 საათიდან თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მესამე კორპუსი, მესამე სართული) სტუმრებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ და კითხვები დაუსვან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს და ასევე თსსუ-ის ვიცე რექტორებსა და ფაკულტეტების დეკანებს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია