საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება

საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაოდ გახადეს. დანარჩენმა პირებმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ და 4 ოქტომბერს, საქართველოს ინტერესებს იცავდნენ და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

რაც შეეხებათ პირებს, რომლებმაც ბრალი აღიარეს, საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია