ვასილ მაღლაფერიძე - როცა პირველ პირებს სანქციებით ემუქრებიან, ტყუილია, რომ თანამშრომლებზე არ მოქმედებს, ყველას ვერ მოსთხოვ, ცოტნე დადიანი იყოს! ამ ტიპის პრობლემა არის - ეს არის პოლიტიზირება მედიაში!

როდესაც თვეში ერთხელ, სხვა ტელევიზიებთან ერთად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ სანქციების შესახებ ღია მუქარები მოდის, ეს ნამდვილად არის მედიის საქმიანობაში ჩარევა - ჩემს თავზე ლაპარაკს ნამდვილად არ დავიწყებ, მაგრამ როცა პირველ პირებს სანქციებით ემუქრებიან, ტყუილია, რომ თანამშრომლებზე არ მოქმედებს, რადგან მიმართულია შინაგანი ცენზურისკენ - როცა გეუბნებიან, რომ თუ ეს ასე იქნება, შენ საზღვარგარეთ ვეღარ წახვალ, ამას ვეღარ გააკეთებ, ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ცოტნე დადიანი იყოს! ამ ტიპის პრობლემა ნამდვილად არის - ეს არის პოლიტიზირება მედიაში! - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომელმაც დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიში გააცნო.

მაღლაფერიძემ დასმული კითხვის პასუხად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აჭარის ტელევიზიაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა.

მაღლაფერიძის თქმით, აჭარის ტელევიზიაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და “რაღაც პროცესი შეიძლება გაგრძელდეს კიდეც“.

მან ხაზგასმით განაცხადა, რომ არავის პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხდება. როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, “ადამიანებმა ისწავლეს, რომ ეს მაშინვე პოლიტიკური დევნით უნდა ახსნან“.

“იმ პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაშია და ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თითოეული გადაწყვეტილება პოლიტიკის ნაწილი ხდება. აჭარის ტელევიზიაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რაც ნებისმიერ ორგანიზაციაში ლამის ყოველ დღე არ ხდება და არის უფრო მნიშვნელოვანი.

იყო მთელი რიგი მიზეზები - მათ შორის ის, რომ რამდენიმე ადგილას მუშაობდნენ - რაღაცა, რაღაცა და რაღაცა ... აი, ასე გათავისუფლდნენ ან შეიძლება რაღაც დარღვევა იყო და ასე შემდეგ... ყველაფერი არის კანონის ფარგლებში და კანონის დაცვით. ყველაფერი მიდის პროცედურებით, ამას უყურებს სამეურვეო საბჭო და არის სასამართლო.

ის, რომ არიან პოლიტიკური თვალსაზრისით გათავისუფლებული... - მზად უნდა ვიყოთ, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანი ასე ხვდება, რომ პოლიტიკური ნიშნით არის... იყო შემთხვევა, როცა შესყიდვების სამსახურში მუშაობდა რიგითი თანამშრომელი, თავისთავად საპატიო... ყიდულობდა ერთ-ერთი ტიპის საქონელს. როცა მას უთხრეს, რომ მეორე ტიპის საქონელი უნდა ეყიდა, მან თქვა, რომ ეს იყო მისი უფლებების შელახვა და მისი პოლიტიკური დევნა. რომ არ მოგატყუოთ პოლიტიკური დევნა არ არის - პირადად მე ადამიანების პოლიტიკური შეხედულებების შესახებ სწორედ აქედან გავიგე“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, “არის ასეთი ტიპის პრობლემა, როცა ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტადაც რომ მუშაობენ, ეშლებათ, პირადი აზრის გამოხატვა რამდენად ჯდება პროფესიულ ეთიკაში“.

“როდესაც შენ გადაცემის წამყვანად ჯდები და ფაქტების მოყოლის ნაცვლად, შენს პოლიტიკურ შეფასებას იწყებ... ეს კერძო ტელევიზიაშიც მაინცა და მაინც მიღებული ფორმა არ არის, თუმცა ის მაინც კერძოა. საზოგადოება მრავალფეროვანია და ადამიანს შეიძლება ეს არ უნდოდეს, რადგან მეორე მხარეც ჰყავს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერც ერთი მხრიდან რევოლუციის იდეური სპონსორი ვერ გახდება - ეს შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს, რაც მისი უფლებაა ან არ არის უფლება და კანონთან მოაგვარებს, მაგრამ ის, რომ ტელევიზიაში მუშაობს და მან ეს უნდა გამოიყენოს, გამოყენებული ვერ იქნება. მაგალითად, ერთია, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს და ამას აშუქებ და მეორეა, როდესაც შენ იმაში შედიხარ, რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული.... შეიძლება ითქვას, რომ ერთმა მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ კანონიერად არის, მეორემ ამტკიცოს, რომ უკანონოდ არის და სასამართლო ორგანოდ უნდა იქცეს. ამ ტიპის პრობლემები არის.

ადამიანებმა ისწავლეს, რომ მაშინვე ეს უნდა ახსნას პოლიტიკური დევნით, რომ არის წნეხის ქვეშ, თუმცა ყველაზე ჩასაფრებულები უცხოეთიდან, რომლებსაც აქედან წერილს წერილზე უგზავნიან და იქიდანაც ისმის მუქარები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტენდენციურობაზე ვერაფერს ამბობენ“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია