ადვოკატი 4 ოქტომბრის საქმეზე - დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება - მისი პრინციპული პოზიციაა, რომ ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია

დავით ჟღენტმა და დანარჩენმა პირებმა კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ დავით ჟღენტის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი დასაცავი პირი იმ 7 ბრალდებულს შორისაა, რომლებმაც დღეს ბრალი არ აღიარეს, შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ უფორმდებათ.

ადვოკატი დავით ჟღენტის პოზიციას განმარტავს და აღნიშნავს, რომ ის ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია.

„დავით ჟღენტი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც უარი თქვა აღიარებაზე, შესაბამისად, მას უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, საქმის განხილვა გაგრძელდება. მომდევნო პარასკევს, ერთი ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას და ასევე, ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, რის შემდეგაც, მოსამართლე სათათბიროდ გავა განაჩენის გამოსატანად და თუ იმავე დღეს არა, რამდენიმე დღეში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. რაც შეეხება დავითის უარის მოტივაციას, არ მინდა ბრალდებულებზე ვთქვა რამე, რომლებმაც საპროცესო შეთანხმებაზე პოზიცია დააფიქსირეს, ვინაიდან ერთობლივად, ყველა მათგანზე მიმაჩნია, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, თუმცა, დავით ჟღენტის შინაგანი მე, მისი პრინციპული პოზიციაა, რომ ვერ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, შესაბამისად, დააფიქსირა კატეგორიული პოზიცია, ის უარს აცხადებდა აღიარებაზე და უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

ბუნებრივია, ჩვენ, ადვოკატები დასაცავ პირებს ვუხსნიდით პოლიტიკური მდგომარეობის, წინა გადაწყვეტილებას, როცა ორგანიზატორებად მოხსენიებულ პირთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არც ერთ ჩვენგანს, ადვოკატებს კი არა, ბრალდებულებსაც კი არ აქვთ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი. ამის მიუხედავად მათ კონკრეტული გზა, ბრძოლის გზა აირჩიეს და არ აღიარეს ბრალად წარდგენილი ქმედება“, - აცხადებს ცუცქირიძე.

ცნობისთვის, საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 8 პირს გაუფორმდება. ამჯერად საქმე ეხება კიდევ ერთ ეპიზოდს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 15 პირიდან საპროცესო შეთანხმება ამ ეტაპზე არ უფორმდება 7 პირს - ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურუას. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ შემდეგ პირებს: ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ, საპროცესო შეთანხმების გაფორმება, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული სხვა 7 პირის მიმართაც დაადასტურა. აღნიშნულ შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ: ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძესა და თემურ ქურციკიძეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია