გიორგი გაბუნია - ვერავინ დაასახელებს ფაქტს, რომ ხელისუფლებამ რომელიმე მედიის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგა - როცა რამდენიმე პარტიული ტელევიზია რადიკალების პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება, პრობლემები იქ უნდა ვეძებოთ

ვერავინ ქვეყანაში ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულად რომელიმე მედიის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგა - როდესაც რამდენიმე პარტიული ტელევიზია რადიკალების პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება, მედიაში არსებული პრობლემები სწორედ იქ უნდა ვეძებოთ, - ეს განცხადება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

გაბუნიას აზრით, მედია, როგორც ინსტრუმენტი გარე ძალების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული და პრობლემა არის ეს.

„ჩვენ სხვა პრობლემის წინაშე ვართ და ამ პრობლემის თაობაზე უნდა ითქვა. რას ნიშნავს ჟურნალისტის პროფესია? - ჟურნალისტის პროფესია ეს არის, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია მიაწოდეს ისე, რომ საკუთარი პოზიციის და პირადი დამოკიდებულებების გაჟღერებისგან თავი შეიკავოს. როდესაც ჩვენ რამდენიმე პარტიულ ტელევიზიას ვხედავთ, რომლებიც რადიკალების პარტიულ დღის წესრიგს ემსახურებიან, მედიაში არსებული პრობლემები სწორედ იქ უნდა ვეძებოთ. ეს არის სიმართლე და ეს არის პრობლემა, როდესაც მედია როგორც ინსტრუმენტი გარე ძალების მხრიდან კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის არის გამოყენებული. აი, ეს არის პრობლემა. ვერავინ ქვეყანაში ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულად რომელიმე მედიის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგა - ან სადმე მედია შეუზღუდა, ჟურნალისტის საქმიანობა შეიზღუდა და ასე შემდეგ, ამიტომ კრიტიკა გასაკვირია“, - განაცხადა გაბუნიამ პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია