„მეტროპოლის“ საერთაშორისო აღიარება - კომპანია Quality Achievements Award 2026 -ის მფლობელი გახდა

Quality Achievements Award საერთაშორისო ჯილდოა, რომელსაც European Society for Quality Research (ESQR) კომპანიებსა და ორგანიზაციებს მაღალი სტანდარტებით გამორჩეული ხარისხის მართვის, ეფექტიანი მმართველობის, ინოვაციებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომებისთვის ანიჭებს. წლების განმავლობაში აღნიშნული ჯილდოს მფლობელები იყვნენ BMW Group და Philips- კომპანიები, რომლებიც თავიანთ სფეროში ახალ ტენდენციებს ნერგავენ.

„მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილისა და მმართველი პარტნიორის მამუკა იმედაშვილის შეფასებით, აღნიშნული ჯილდო კომპანიისთვის არის იმ სტანდარტებისა და ღირებულებების აღიარება, რომლებსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ.

„ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა, თანამედროვე არქიტექტურა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროექტები კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ Quality Achievements Award-ის ცერემონია ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, უნივერსიტეტების, საჯარო ინსტიტუციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიება ქმნის უნიკალურ პლატფორმას პროფესიული გამოცდილების, ინოვაციური მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ხარისხის მართვის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დაჯილდოების ცერემონია ბრიუსელში, ისტორიულ Le Plaza Hotel-ში გაიმართა. ღონისძიებაში 41 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის კომპანიები, ინსტიტუციები და ორგანიზაციები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან და ავსტრალიიდან.

აღნიშნული ჯილდოს მიღება „მეტროპოლისთვის“ მნიშვნელოვანი განაცხადია, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების, ასევე სამომავლო განვითარებისთვის.

„მეტროპოლის“ შესახებ:

„მეტროპოლი" არის პრემიუმ დეველოპერული კომპანია, რომელიც აყალიბებს ახალ სტანდარტს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც არქიტექტურული ინოვაცია და დახვეწილი დიზაინი ერთიანდება.

2022 წელს ბაზარზე გამოჩენის დღიდან, კომპანიის მიზანი მკაფიო იყო: შეექმნა პრემიუმ უძრავი ქონება, რომელიც დროს გაუძლებს და ქალაქის ურბანულ იერსახეს გააუმჯობესებს.

დეველოპერული კომპანია პარალელურ რეჟიმში ავითარებს სამ სრულიად განსხვავებულ მიმართულებას. ეს მოიცავს მასშტაბურ პროექტებს დედაქალაქში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებთან ინტეგრირებულ საინვესტიციო ობიექტებს შავიზღვისპირეთში და ეკოლოგიურად სუფთა საგარეუბნო დასახლებებს.

კომპანიის ისტორია არის მიზანდასახულობის, ზუსტი გათვლებისა და უკომპრომისო ხარისხის შედეგი.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს