უკრაინული მედია - რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის მხარის ქალაქ უსტ-ლაბინსკში მდებარე ნავთობბაზაზე, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქში მდებარე კრონშტადტის პორტის ტერიტორიაზეც. დრონებით თავდასხმის ფონზე ლენინგრადის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის ტულის ოლქის ქალაქ უზლოვოშიც.

დრონებით დარტყმები განხორციელდა დროებით ოკუპირებული მარიუპოლის პორტზეც. ასევე, დარტყმების შედეგად დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ზუჰრესში მდებარე ნათობბაზას ხანძარი გაუჩნდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია