სომხური მედია - სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ პარტია „რესპუბლიკის“ მიერ 5 ივნისს შეტანილი განაცხადი უარყო.

პარტია „რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა, გრიგორ არაკელიანმა განაცხადა, რომ მოთხოვნის მიზეზი „ძლიერი სომხეთის“ გაუმჭვირვალე დაფინანსება და საგარეო გავლენები იყო.

„საუბარია საზღვარგარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ ხმის მისაცემად და ხმა გარკვეული ძალების კანდიდატს მისცენ“, - განაცხადა გრიგორ არაკელიანმა.

5 ივნისის საღამოს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე პარტია „რესპუბლიკის“ განაცხადი ერთხმად უარყო. კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი არგუმენტები პარტია „ძლიერი სომხეთის“ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეჩერების საფუძველს არ ქმნიდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს