სამველ კარაპეტიანი - რასაც სომეხი ხალხი გადაწყვეტს, ის გადაწყდება, თუ ნიკოლ ფაშინიანს აირჩევენ, რისი ალბათობა ნულის ტოლია, ამას სომეხი ხალხი მიიღებს

ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი და მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი აცხადებს, რომ კრემლის მხარდაჭერა არ აქვს და რომ მოსკოვი სომხეთში საკუთარ ინტერესებს მისდევს.

„ვფიქრობ, რუსებს სომხეთში საკუთარი ინტერესები აქვთ და თანმიმდევრულად ახორციელებენ თავიანთ პოლიტიკას. ამას არაფერი აქვს საერთო არც ფაშინიანთან, არც ჩემთან და არც სხვა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან“, - აღნიშნა კარაპეტიანმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები, სადაც მან იმედი გამოთქვა, რომ „პრორუსი“ პოლიტიკოსები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ, მის მხარდაჭერას არ წარმოადგენს.

„გინახავთ, რომ რუსეთი მხარს მიჭერს? პუტინმა უბრალოდ თქვა, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შანსი. რა თქმა უნდა, მე ამას მხარდაჭერად არ მივიჩნევ“, - განაცხადა კარაპეტიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კრემლის მხარდაჭერა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა ბლოკ „ძლიერ სომხეთს“ არჩევნებში წაგების შემთხვევაში გეგმა „ბ“, კარაპეტიანმა უპასუხა:

„მთავრობის შეცვლის ნებისმიერი ალტერნატიული სცენარი სომეხ ხალხზეა დამოკიდებული. როგორ შეიძლება მქონდეს სხვა გეგმა? რასაც სომეხი ხალხი გადაწყვეტს, ის გადაწყდება. თუ ნიკოლ ფაშინიანს აირჩევენ - თუმცა ამის ალბათობა ნულის ტოლია - სომეხი ხალხი ამას მიიღებს. მსურს, ხვალ სომხეთი ლეგიტიმური მთავრობით ვიხილო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ლეგიტიმური მთავრობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ სომხეთის განვითარებას“, - აღნიშნა კარაპეტიანმა.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანმა, რომელიც გადატრიალებისკენ მოწოდების ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფება, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა. სახლიდან საარჩევნო უბნამდე ის სასჯელაღსრულების ოფიცრებმა მიაცილეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია