სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ  58.97%  შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 58.97 პროცენტმა: ხმა მისცა 1,476,597 ამომრჩეველმა. ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში განაცხადა.

მედიის თანახმად, 2021 წლის ივნისში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 49.4 პროცენტმა (1,281,174) მიიღო მონაწილეობა.

2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერევანში ამომრჩეველთა 51.55 პროცენტმა (442,846) მისცა ხმა, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გიუმრიში - 38.42 პროცენტმა (46,912) და ვანაძორში - 47.55 პროცენტმა (44,554).

სომხეთში არჩევნების შედეგების გამოცხადება შუაღამით დაიწყება.

ქვეყანაში ოფიციალური ეგზიტპოლი არ ჩატარებულა.

7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს - 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს. სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა