სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 4.11%-ის დამუშავების შემდეგ, გამოაქვეყნა 216 საარჩევნო უბნის შედეგები.

ამ შედეგების მიხედვით, მოქმედი მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 55.22%-ით (32,923 ხმა).

მეორე ადგილზეა ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ - 22.02%-ით (13,134 ხმა).

მესამე ადგილზეა, ბლოკი „სომხეთი“ 8.36%-ით (4,985 ხმა).

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 5.75%-ით (3,432 ხმა).

მეხუთე ადგილზე მყოფ პარტიას „ერთიანობის ფრთები“ ამჟამად 2.28%-ით (1,358 ხმა).

ინფორმაციისთვის, ბლოკ "ძლიერ სომხეთს" მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; ბლოკ „სომხეთს“ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ხელმძღვანელობს, პარტია „აყვავებულ სომხეთს“ კი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა