ნიკოლ ფაშინიანი პარტიის ოფისში მივიდა, სადაც მხარდამჭერები შეძაძილებით დახვდნენ

სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი პარტია "სამოქალაქო კონტრაქტის" ოფისში მივიდა.

მას ადგილზე მხარდამჭერები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.

რამდენიმე წუთში დაიწყება მისი პრესკონფერენცია.

შეგახსენებთ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 01:45 საათზე გამოაქვეყნა 355 საარჩევნო უბნის შედეგები, ბიულეტენების 7.96%-ის დამუშავების შემდეგ.

ამ მონაცემების მიხედვით, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს 54.7%-ით (63,264 ხმა).

მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელმაც 21.66% (25,052) მიიღო.

ბლოკი "სომხეთი" მესამე ადგილზეა 8.89%-ით (10,278).

მეოთხე ადგილზეა „აყვავებული სომხეთის“ პარტია, რომელმაც 5.22% (6,038) მიიღო.

მეხუთე ადგილზე მყოფ „ერთიანობის ფრთების“ პარტიას ამ დროისთვის 2.38% (2,757) აქვს.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა