სომხეთის საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში 54.44%-ით ლიდერობს

სომხეთის საარჩევნო კომისიის წინასწარი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომლებიც საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცა, ამ დროისთვის, სომხეთის მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 54.44%-ით ლიდერობს.

სომხეთის საარჩევნო უბნების დაახლოებით 16%-ის წინასწარი მონაცემებით, მეორე ადგილზე ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ გავიდა ხმების დაახლოებით 22%-ით.

მესამე ადგილზე ბლოკი „სომხეთია" 8.8%-ით, ხოლო პარტია „აყვავებული სომხეთი“ მეოთხე ადგილზე დაახლოებით 5%-ით.

საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 59% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ოფიციალურ წინასწარ შედეგებს სავარაუდოდ, ორშაბათს გამოაცხადებს.

ინფორმაციისთვის, ბლოკ "ძლიერ სომხეთს" მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; ბლოკ „სომხეთს“ ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი ხელმძღვანელობს, პარტია „აყვავებულ სომხეთს“ კი ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა